среда, 20 июня 2012 г.


პროექტი-გადავარჩინოთ  შავი ზღვა.
პროექტის  მთავარი იდეა-მოსწავლეებმა  შეისწავლონ შავი ზღვის  მდებარეობა, წყლის  თვისებები, შავი  ზღვა-ორსართულიანი  ზღვა,სანაპირო  ზოლის  დანაწევრიანება, შავი  ზღვის   აუზის  ქვეყნები, საპორტო  ქალაქები,ორგანული  სამყარო,  ბუნებრივი  რესურსები, ანთროპოგენური  კომპლექსი, შავი  ზღვის  დღევანდელი  მდგომარეობა, ბისეკი (შავი  ზღვა  და  საერთაშორისო  ორგანიზაციები).
პროექტის  აქტუალობა-  ეკოლოგიური  პრობლემების  გაცნობა-გააზრება  და  მათი  გადაჭრის  გზების  დასახვა.
პროექტის  მიზნები-მოსწავლეებმა  დამოუკიდებლად  შეძლონ  შავი  ზღვის  შესახებ  ვრცელი  ინფორმაციის  შეგროვება, სწავლობენ  სოციოლოგიურ  კვლევებს, მდიდრდება  მოსწავლეთა  უნარ- ჩვევები.
მოსწავლეთა  ასაკი-10-12  წ
ვადები/ხანგრძლივობა-1 თვე
მოსალოდნელი  შედეგები-მოსწავლეები  ქმნიან  ფაილებს,  სადაც  განათავსებენ  ინტერნეტში  მოძიებულ  საკითხებს. ჯგუფები  ამზადებენ  პროექტის  მიმდინარეობისა და  მიღებული  მასალების  პრეზენტაციას.
პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები-კომპიუტერი, პროექტორი, სხვადასხვა  ინფორმაციის  წყაროები, რუკები, ინტერნეტი.
პროექტის  მსვლელობა-
1.თემის  შერჩევა.
2. საპროექტო  ჯგუფების  ჩამოყალიბება  მასწავლებლის  მიერ.
3.პროექტის  მიზნის  გაცნობა და   გეგმის  შემუშავება.
4. დავალებების  გადანაწილება  თითოეულ  ჯგუფზე, ჯგუფებში  თითოეულ  მოსწავლეზე საქმის  გადანაწილება, დათითოეულ  საქმიანობაზე  დროის  გამოყოფა.
5. პირველ  ჯგუფი-შავი ზღვის  მდებარეობის , წყლის თვისებების, სანაპირო  ზოლის  შესწავლა.
6.მეორე  ჯგუფი-შავი  ზღვის  აუზის  ქვეყნების, საპორტო ქალაქების, ორგანული სამყაროს,  ბუნებრივი   რესურსების, ანთროპოგენური  კომპლექსის  შავი  ზღვის  დღევანდელი მდგომარეობის, შავი  ზღვა  და  საერთაშორისო  ორგანიზაციები-შესწავლა.
7. მესამე  ჯგუფი-ქმნიან  ფაილებს.
8. მეოთხე   ჯგუფი-აკეთებს   პროექტის  მიმდინარეობისა  და მიღებული   მასალების  პრეზენტაციას;
საგნებთან/საგნობრივ  ჯგუფებთან /ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან  კავშირი-ისტორია, ქიმია,   ბიოლოგია .
პროექტის   ხელმძღვანელი: ნ. კახიძე
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:n.kaxidze2012@gmail.com
პროექტის  ვებ-გვერდი/ბლოგი:nkaxidze2012.blogspot.com